მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონული განვითარების აქტივობებში ჩავერთეთ - VORTEX Water Engineering-ის გეგმები

644d034d4bf1d
ნანუკა ნარიმანიძე
29.04.23 15:45
495
“VORTEX Water Engineering”-ი წყლის სისტემების საინჟინრო კომპანიაა, რომელიც სწორებას ტექნიკურად რთულ და ხარისხზე ორიენტირებულ სამუშაოზე აკეთებს.

კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა არჩილ ნასრაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „საქმიან დილა“ განაცხადა, რომ კომპანია საქართველოში მდებარეობს და აზერბაიჯანსა და სომხეთში ფუნქციონირებს. მისივე თქმით, VORTEX Water Engineering-ი ასევე ყველა მსხვილ ადგილობრივ სამეწარმეო კომპანიასთან თანამშრომლობს.

„საქართველოში გვქონდა ძალიან ბევრი პრობლემა წყლისა და ჩამდინარე წლის მიმართულებით, მთავარი იდეა და პრობლემის მოგვარების შემდგომი ეტაპი კი კომპანიის დაარსება იყო. თავდაპირველად, ძირითადი პრობლემა ქარხნებსა და საწარმოებს ეხებოდა, მაგრამ ბაზრის შესწავლის მერე, აღმოვაჩინეთ, რომ წყლის მართვა სამომავლო თემაა, სადაც კვალიფიცირებული ინჟინრების დეფიციტია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

ცოტახნის წინ ჩავერთეთ რეგიონული განვითარების აქტივობებში, ძირითადად, ვფუნქციონირებთ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. გვქონდა კომუნიკაცია აზერბაიჯანის კომპანიებთან, მიმდინარეობს დისკუსიები, რომ დამატებით სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებთანაც წამოვიწყებთ პარტნიორობას,ამასთან, სომხეთში „სიმენსის“ წარმომადგენლებთანაც ვთანამშრომლობთ“ – განაცხადა მან.

არჩილ ნასრაშვილის განცხადებით, მათ მოიწვიეს საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ ამ სფეროში ყველა საჭიროება დაეკმაყოფილებინათ.

ჩვენ გვყავს კომპანიები რომლებიც მსოფლიო ბაზარზე მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებენ, მაგალითად ATB 30 წელის ფუნქციონირებს, შესაბამისად ჩვენი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობით ჩვენი ცოდნის დეფიციტი შეგვევსო ,“ - განაცხადა არჩილ ნასრაშვილმა. 

შეგახსნებთ, რომ CAUCASUS BUILD-ში მონაწილე კომპანია VORTEX Water Engineering-ი ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა, თუმცა მისი გუნდის წევრების გამოცდილება ბევრად დიდი სტაჟისაა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები