მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reikartz Hotel Group-ი საქართველოში 12-მდე სასტუმროს გახსნას გეგმავს

625d56814fcae
მარიამ იზორია
19.04.22 09:40
1032
უკრაინაში ყველაზე დიდი, 60 სასტუმროს გამაერთიანებელი ქსლეური ბრენდი Reikartz Hotel Group-ი საქართველოში 12-მდე სასტუმროს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ ბრენდი საქართველოში უკვე ორ სასტუმროს ფლობს, მათ შორის "Reikartz Oriental", რომელიც 27 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, რესტორანსა და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს, რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა.

“Reikartz Hotel Group-ის ქსელი დაინტერესებულია სრული მასშტაბით შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე და გახსნას ახალი სასტუმროები ქვეყნის მასშტაბით. ჩვენს გეგმაშია 10-12 სასტუმროს გახსნა, რათა შევქმნათ სასტუმრო პროდუქტი, სტუმრებისთვის გარანტირებული ტურების ჩათვლით.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარზე უკვე არსებული ორი სასტუმროს ჯავშნებს, Reikartz-ს აქვს საკმაოდ დიდი კორპორატიული ბაზა, რომელიც 14 000 მდე საერთაშორისო კომპანიასთან კონტრაქტს ითვლის. გაყიდვების განყოფილება სხვადასხვა ქვეყანაში 40-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. არსებული კონტრაქტებისა და ამ სფეროში საუკეთესო პროფესიონალების არსებობა გვაძლევს თავდაჯერებულობას, რომ სასტუმრო ბევრ ჯავშანს მიიღებს, რომელიც პიკის პერიოდში 100%-ს აღწევს” - აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.

ინფორმაციისთვის: Reikartz Hotel Group - სასტუმროების საერთაშორისო ქსელია, რომელიც უკრაინაში 2008 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე ქსელში ჩართული 60 სასტუმრო უკრაინაში, საქართველოში, ყაზახეთში, შვედეთსა და გერმანიაში ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები