მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკორდული FDI - 2022 წელს, ინვესტორებმა საქართველოში $2 მლრდ დააბანდეს

BM.GE
10.03.23 16:41
197
ისტორიული მაქსიმუმი - 2022 წელს საქართველომ 2 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც დაახლოებით 10 მლნ მეტია 2017 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე. წლიურად FDI 61% -ით არის გაზრდილი. გაზრდილია, როგორც სააქციო კაპიტალში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა, ასევე რეინვესტირება, ანუ არსებული ინვესტორების მიერ ინვესტიციების ჩაბრუნება. ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, 428 მლნ, რაც ჯამური ინვესტიციების 21%-ია, მეორე ადგილზეა ესპანეთი 367 მლნ-ით, სამეულშია აშშ 163.9 მლნ, რაც ჯამური ინვესტიციების 8.2 %-ია. რაც შეეხება სექტორებს - ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო სექტორშია ჩადებული - 526 მლნ, მეორე ადგილზეა უძრავი ქონება 407 მლნ, მესამეზე წყალმომარაგება - 197 მლნ. ინვესტიციებში დაწინაურდა გართობა-დასვენება - 173 მლნ დოლარით და ენერგეტიკა 149 მლნ.

სტუმარი: ირაკლი ჟვანია - Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები