მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Remdesivir-ის მარაგების გადანაწილებას ზედამხედველობას აშშ გაუწევს

5eb11f8cbc500
ნათია თაქთაქიშვილი
05.05.20 12:45
799
ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატის, Remdesivir-ის მარაგების გადანაწილებას ზედამხედველობას ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პრეპარატის მწარმოებელის Gilead Sciences-ის თქმით, პრეპარატის არსებული მარაგების გავრცელებაზე პასუხისმგებელი ფედერალური მთავრობა იქნება. ამჟამად, პრეპარატის ხელმისაწვდომი მარაგები 100,000-დან 200,000-მდე პაციენტის სამკურნალოდ არის საკმარისი.

„მედიკამენტის აღნიშნული რაოდენობა ხელმისაწვდომი იქნება პაციენტებისთვის როგორც ამერიკაში, ასევე, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით მოწყვალდი ქვეყნებისთვის“, - აცხადებს Gilead Sciences-ის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ ოდეი.

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ Remdesivir-ი კორონავირუსით ინფიცირების ხანგრძლივობას ამცირებს, თუმცა პრეპარატი კრიტიკული პაციენტების მკურნალობისთვის ნაკლებად ეფექტიანია.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ რემდესივირი განსაკუთრებულ გარემოებებში გამოსაყენებლად გასულ კვირას დაამტკიცა.

Gilead Sciences-ში აცხადებენ, რომ ოქტომბრისთვის პრეპარატის მარაგი 500,000 სამკურნალო პროცედურისთვის იქნება საკმარისი, ხოლო დეკემბრისთვის ეს მაჩვენებელი მილიონსაც მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები