მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას ზაზა ავალიანის ნაცვლად თეა თავართქილაძე შეასრულებს

64359c04d3050
ალა ისპირიანი
11.04.23 21:35
838
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ, თანამშრომლების მოთხოვნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაითვალისწინა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ პოსტს სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი იკავებს, თუმცა კონკრეტულად ვინ მითითებული არ იყო. 

Bm.ge დაინტერესდა ვინ შეცვალა ზაზა ავალიანი, რომელიც აქამდე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიზუსტეს, რომ დირექტორის მოვალეობას ამიერიდან თეა თავართქილაძე შეასრულებს, რომელიც აქამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში კლინიკური მენეჯერის პოსტს იკავებდა.

"ზაზა ავალიანმა თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა", - გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში. 

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია და მისი გაგრძელების არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს.

რაც შეეხება დასკვნებს, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მინისტრმა თქვა, რომ მათი მიზანია "რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა".

"შეიცვალა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მის ადგილს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი იკავებს, რომელიც წლებია მანდ მუშაობს და დამსახურებული ავტორიტეტითაც სარგებლობს. მას ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფიც, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული. ეს ჯგუფი ახალ დირექტორთან ერთად მოაგვარებს პრობლემებს,"- განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები