მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორატორი მოლების გახსნაზე - "ესაა მომაკვდავი კათეტერზე რომ შეაერთო, ჩვენ კათეტერიც არ გვაქვს"

601ada45b72b7
ანუკა ჯოხაძე
04.02.21 00:00
1085
6 თებერვალს რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საბავშვო ცენტრები მრავალდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ბიზნესებს თვითნებურად გახსნიან.

რესტორნების საპასუხოდ დღეს მთავრობის წევრების მხრიდან არაერთი კომენტარი გაკეთდა. ძირითადი მესიჯი გაფრთხილებაა, დაჯარიმდება ყველა, ვინც შეზღუდვებს დაარღვევს.

თუმცა, ფაქტია, რომ რესტორნებს ჯარიმების არ ეშინიათ და გაფრთხილების მიუხედავად, ვა-ბანკზე მაინც მიდიან. როგორც კერძო სექტორი ამბობს, დრო აღარ იცდის. შეხვედრები კი რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობასთან იყო, საბოლოო ჯამში უშედეგო აღმოჩნდა. კვების ობიექტები ვეღარც საბანკო ვალდებულებებს იხდიან და ვერც გაზრდილ კომუნალურებს უმკლავდებიან.

“არ ვეწინაარმდეგებით არავის, პირიქით ყველაფრის გახსნის მომხრეები ვართ. მათ შორის მოლების, მაგრამ იმ პირობებში, დღეს როგორც მოლები არიან გახსნილები, ეს არის მომაკვდავი რომ შეაერთო კათეტერზე, ჩვენ კათეტერიც არ გვაქვს. მზად ვართ, რომ ყველა რეგულაცია დავიცვათ და გავიხსნათ, ოღონდ ეს არ გულისხმობს კომენდანტის საათის პირობებში გახსნას, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მომხმარებლები არიან 7 საათამდე მუშაობენ და ჩვენ ვისთვის უნდა ვიმუშაოთ? ასევე აუცილებელია ტრანსპორტის ამუშავებაც. ყველა იმ რესტორნის თანამშრომლები, ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს, რესტორანთან ახლოს არ ცხოვრობენ, შესაბამისად, მათ სჭირდებათ ტრასნპორტირება. დღეს გატანის სერვისზეც რომ ვმუშაობთ და ესეც დამადლებული გვაქვს, ამისთვის რესტორანთან ახლოს ბინები გვაქვს ნაქირავები. შაბათს გახსნა არის ჩვენი პროტესტი, რითაც ვიქცევთ ყურადღებას და ვითხოვთ რომ ვინმემ პასუხი გაგვცეს, გვითხრას კონკრეტული თარიღი, როდის გავიხსნებით სრულფასოვნად",- ამბობს რესტორან “სულიკოს” დამფუძნებელი ნია ოძელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები