მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიანამ ბევერლი ჰილსზე სახლი $13,8 მილიონად შეიძინა

605c89fee4b52
ნათია თაქთაქიშვილი
26.03.21 00:30
840
ამერიკელმა მომღერალმა რიანამ ბევერლი ჰილსზე სახლი 13,8 მილიონ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ძვირად ღირებული სასახლე პოლ მაკარტნის სახლთან ახლოს მდებარეობს. რიანას ახალი სახლი 1930-იან წლებშია აშენებული და მასში 5 საძინებელი და 7 აბაზანაა განთავსებული. ამასთან, ეზოში დიდი აუზია.

სახლი ხმაურიანი ბევერლი ჰილზიდან მაღალი გამწვანებული ღობით არის გამოყოფილი, ხოლო სახლის არქიტექტურაში წარმატებით ერწყმის თანამედროვე და კლასიკური ელემენტები.

აღსანიშნავია, რომ სახლს საკუთარი საცურაო აუზის გარდა, აქვს ფიტნეს დარბაზი და „სპა-ცენტრი“. ადრე ეს სახლი ცნობილი ამერიკელი მწერლის, სიდნი შელდონის შვილს, მერი შელდონს ეკუთვნოდა

ამერიკული Forbes-ის მიხედვით, პოპ-მომღერალი რიანას ქონება 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოცემა წერს, რომ რიანას აღმოაჩნდა უნარი შემოსავლები არა მხოლოდ კონცერტებიდან და გაყიდული ალბომებიდან მიიღოს, არამედ ბიზნესიდანაც. მუსიკოსმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ცნობილ ფრანგულ კონგლომერატთან LVMH-თან თანამშრომლობით შექმნა საკუთარი კოსმეტიკური ხაზი და 2019 წელს 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაყიდა. რიანას წილის ღირებულება აღნიშნულ კოსმეტიკურ ბრენდში 375 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები