საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე მოძრაობა ქვათაცვენის გამო დროებით ისევ ჩაიკეტა. ალტერნატიული გზა ისევ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შემოთავაზებული. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით დაწესებული სპეციალური რეჟიმით მოძრაობა აღდგება. ერთია გზის ჩაკეტვა გახსნის რეჟიმი და მეორე რამდენად უსაფრთხოა ქვეყნის დასავლეთ აღმოსავლეთ ნაწილის დამაკავშირებელი მთავარი არტერია.
სტუმარი: ზურაბ ჯავახიშვილი - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი;