მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის უღელტეხილის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო - განცხადება

63fca740b8afd
BM.GE
27.02.23 16:55
1218
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე დაზიანებული გზის მონაკვეთების დროებითი შეკეთების სამუშაოები 8 საათიდან 19 საათამდე შესრულდება.

უწყების ცნობით, ზამთრის პერიოდში, რთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა.

„ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები დღეიდან უკვე დაიწყო.

მომდევნო დღეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე, გზის დაზიანებული ადგილების დროებითი შეკეთების სამუშაოები დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე ჩატარდება.

შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე კი, დაიგეგმება გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები“, - აცხადებენ უწყებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამუშაოების წარმოების პერიოდში ცალკეულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა დროებით შეფერხდეს, რისთვისაც უწყებაში ბოდიშს იხდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები