გამოცემის ინფორმაციით, სიმინოფის წასვლის შესახებ თანამშრომლებს Ring-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ლიზ ჰამრენმა ამცნო და წასვლა სიმინოფის მიერ ახალი შესაძლებლობებისკენ სწრაფვით ახსნა. ამასთან, როგორც ჯეიმი სიმინოფი გამოსამშვიდობებელ წერილში აღნიშნავს, არ წარმოუდგენია კომპანია, რომლის წიაღში Ring-ი უკეთესად განვითარდება, ვიდრე Amazon-ში. თავად ჰამრენი ამ თანამდებობაზე მარტში დაინიშნა, რასაც, თავის დროზე, მედიაში ჯეიმი სიმინოფის წასვლასთან დაკავშირებით სპეკულაცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ გამართლდა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს დაფუძნებული Ring-ის შესახებ გლობალურმა აუდიტორიამ პირველად 2013 წელს გაიგო, როცა ჯეიმი სიმინოფი ამერიკულ ბიზნესგადაცემაში, Shark Tank-ში გამოვიდა, მაგრამ შეთავაზება ვერც ერთი ინვესტორისგან ვერ მიიღო. მოგვიანებით, წლების განმავლობაში, Ring-ი ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქების პოლიციასთან თანამშრომლობდა, რამაც საზოგადოებაში კომპანიის მიმართ ერთგვარი ნეგატიური დამოკიდებულება წარმოშვა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
