მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიში სუნაკი ბრიტანეთის ახალ პრემიერად ოფიციალურად დაინიშნა

6357cf126aa55
გიორგი თოლორდავა
25.10.22 15:55
529

დღეს გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრად 42 წლის რიში სუნაკი ოფიციალურად დაინიშნა.

სუნაკს პოსტის დაკავების უფლება მას შემდეგ მიეცა, რაც ის ბრიტანეთის მონარქ ჩარლზ III-ს შეხვდა და მეფისგან კურთხევა მიიღო.

"პირობას გაძლევთ, რომ მთავრობის დღის წესრიგში უმთავრეს საკითხად ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და სანდოობის აღდგენას დავაყენებ.

მე ქვეყანას არა სიტყვებით, არამედ ქმედებით გავაერთიანებ. ყოველ დღე და ღამე ვიმუშავებ იმისთვის, რომ ეს დაპირებები შევასრულო.

ჩვენს მთავრობას უმაღლესი პროფესიონალიზმი და ანგარიშვალდებულება ექნება. რაც შეეხება ნდობას, მას დამსახურება უნდა და პირობას ვიძლევი, რომ მე თქვენს ნდობას დავიმსახურებ", - განაცხადა სუნაკმა დაუნინგის ქუჩაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერობამდე სუნაკი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, 2015 წლიდან ის პარლამენტის წევრია, მანამდე კი ის Goldman Sachs-ის საინვესტიციო ოფიცერი იყო.

ბოლო მომენტამდე, პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს შორის თავად თემთა პალატის ლიდერი, პენი მორდონტიც განიხილებოდა, მაგრამ, როგორც ირკვევა, საკუთარი კანდიდატურა მან თანაპარტიელებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ქვეყნის სტაბილურობის სასიკეთოდ მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ახალი პრემიერი და მისი ოჯახი თავად მეფე ჩარლზ III-ზე მდიდარია - ვრცლად სუნაკის ქონების შეფასების შესახებ წაიკითხეთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები