რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები იცვლება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, რიყე - ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის სამუშაო განრიგზე გადადის.
კერძოდ, 1-ელი ნოემბრიდან, საბაგირო გზა მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 24:00 საათისა.