მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი რკინიგზასთან ახალ დავას იწყებს - მოთხოვნები

60a77740556f2
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.21 13:14
494
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი რკინიგზასთან ახალ დავას იწყებს. მათი განმარტებით, კოლექტიური შრომითი დავა 21-დღიან შემათანხმებელ პროცედურას ითვალისწინებს. პროფკავშირების ინფორმაციით, დასაქმებულები ხელფასების მატებას და კოლექტიური ხელშეკრულებების საკითხის განხილვას ითხოვენ.

„დასაქმებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, 23 მაისს ჩაინიშნა რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის რიგგარეშე გამგეობის სხდომა, სადაც განიხილება რკინიგზის ადმინისტრაციასთან კოლექტიური შრომითი დავის დაწყების საკითხი მოთხოვნით: ხელფასის მატება; კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება;

იქნება ერთობა?! ყველაფერი გამოვა!”, - ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები