მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RMG-ის დახმარებით ბოლნისელმა მეღვინეებმა “WinExpo Georgia 2021”-ზე ღვინოები წარადგინეს

BM.GE
01.11.21 08:48
489
ექსპოჯორჯიაში ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც მსხვილი, საშუალო და მცირე მეღვინეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ წარმოდგენილები. მათ ღვინოს მნახველიც და დამგემოვნებელიც ბევრი ჰყავდა. თუმცა, ამ ამბავს ერთი საინტერესო გაგრძელება აქვს და ეს RMG-ის მიერ ბოლნისელი მეღვინეების, მხარდაჭერაა. სწორედ არემჯის მხარდაჭერით ორი დღის განმავლობაში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისი” 26 მარნით და 36 სახეობის ღვინით იყო წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები