მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ამოქმედდება 7000-ვე მედიკამენტზე რეფერენტული ფასები? - აზარაშვილის პასუხი

642acf2ecfd15
ინგა მურუსიძე
03.04.23 17:12
405
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ირწმუნება, რომ რეფერენტული ფასები ქვეყანაში მოქმედ 7000 მედიკამენტზე 10-12 თვეში გავრცელდება. განცხადება აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ყველა ვხედავთ, რომ რეფერენტულის ნაწილში შეიძლება ბიზნესს რა თამაშის წესებიც შესთავაზეთ, იმით ითამაშეს, მაგრამ იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ დაწესდა, ფასები გაზარდეს, ამის ეჭვი გაქვთ. დაახლოებით როდის დასრულდება ეს პროცესი? - ჰკითხა BMG-მ აზარაშვილს, რაზეც მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა:

„რაც შეეხება რეფერენტულ ფასწარმოქმნას, ეს დაახლოებით 10-12 თვის მანძილზე სრულად გავრცელდება 7000 მედიკამენტზე. ამ ნაწილში სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ბაზების გახსნილობა კონტროლის და აღსრულების ნაწილში ძალიან გვეხმარება. კონკურენციის სააგენტო აქტიურად არის ჩართული მსგავს საკითხებზე რეაგირებაში. ასევე საკანონმდებლო პაკეტი, რაც პარლამენტში შეგვაქვს, გულისხმობს ძალიან ეფექტიან და ოპერატიულ რეაგირებას ჩვენი მხრიდან. ეს ერთობლიობაში ნამდვილად იმუშავებს. სრულად დერეგულირებული ბაზრიდან დავიწყეთ და ეს გარდამავალი პერიოდი როგორმე სტაბილურად და მშვიდად უნდა გადავიაროთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, რეფერენტული ფასები მედიკამენტების პირველ ნაწილზე 15 მარტიდან ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები