მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება კრწანისის ქუჩის რეაბილიტაცია?

649ab3ef88318
ინგა მურუსიძე
27.06.23 14:12
528
თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ კრწანისის ქუჩის რეაბილიტაცია სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. ასე უპასუხა მან bm.ge-ს მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

„კრწანისის ქუჩაზე გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ვადა გადაიწია. ყველამ იცით, რომ ბოლო კვირების და თვის განმავლობაში ნალექიანი ამინდი იყო და ეს ბუნებრივია, როგორც კრწანისის ქუჩას, ისე ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, თუმცა ბოლო ეტაპზე ვართ უკვე. გარკვეულ მონაკვეთში ასფალტის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს. ბოლო მონაკვეთში კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და მალე დავასრულებთ. ივლისის ბოლოსთვის სავარაუდოდ დასრულდება, შეიძლება რამდენიმე დღე გადაცდეს და აგვისტოში გადავიდეს", - განაცხადა ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია გასული წლის სექტემბერში დაიწყო.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კრწანისის ქუჩაზე წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების განახლებას კომპანია GWP ახორციელებს, ხოლო გაზმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციას - "თბილისი ენერჯი“.

საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, ასევე, მოეწყობა გარე განათების ქსელი, ხოლო 2 500 გრძივ მეტრზე, სულ 22 700 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები განხორციელდება. ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 4 000 000 ლარამდე შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები