მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის უნდა იგრძნონ მოქალაქეებმა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? - ანა ნაცვლიშვილი ლევან დავითაშვილს

633eca182372a
ინგა მურუსიძე
06.10.22 16:35
725
როდის უნდა იგრძნონ მოქალაქეებმა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? - ამ კითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში მიმართა.

მან დავითაშვილი გააკრიტიკა, რომ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას არა ეკონომიკურ პოლიტიკასა და ხედვაზე, არამედ რიცხვებზე ისაუბრა.

„რიცხვები შეიძლება იზრდება, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს მოქალაქეებმა როდის უნდა იგრძნონ? ვერ გრძნობენ ადამიანები ამას, ასე კარგად რომ იყოს ქვეყანაში მდგომარეობა, როგორც ახლა თქვენ გვიყვებით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოდან ოჯახებიანად გარბის. ასე კარგად რომ იყოს მდგომარეობა, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა ქვეყნის ვალი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით, რამდენი წელიც არ უნდა ვიცოცხლოთ. ჩვენს შვილებს მოუწევთ ამის გადახდა. ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და ა.შ. თუ მოქალაქე ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას, ის არ არსებობს, ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ“, - მიმართა დავითაშვილს ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ის გაოცებულია იმ სიმშვიდით, რომელიც მთავრობას და პირადად ლევან დავითაშვილს დღევანდელი მოხსნების დროს ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები