მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ნათია თურნავა კობა გვენეტაძის მუშაობას?

649460a8320bf
თამთა ჯიჯავაძე
22.06.23 18:59
832
როგორ აფასებთ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მუშაობას? - ამ კითხვას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სებ-ის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, გვენეტაძის მუშაობა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, თუმცა, მისივე თქმით, ინფლაციის მართვის კუთხით არსებული პროგრესი მხოლოდ სებ-ის დამსახურება არაა და რომ ეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის დამსახურებაცაა.

„როდესაც ეროვნული ბანკი კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებს, თუნდაც ინფლაციასთან ბრძოლაში, თითოეულ ასეთ ღონისძიებას აქვს გარკვეული პერიოდი, როდესაც მისი მოქმედება უკვე ხელშესახები ხდება. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ წინა პერიოდის ეფექტიანი მუშაობის შედეგია გარკვეულწილად ის, რომ ინფლაცია დღეს დაღმასვლით ფიქსირდება. რაც შეეხება კობა გვენეტაძეს, მისი მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც კარგი კოორდინაცია არის ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელ უწყებებს შორის, ეს ასეა...

ასე რომ, როცა ვსაუბრობთ დადებით მიღწევებზე, მათ შორის ინფლაციასთან ბრძოლაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის კარგი კოორდინაციის შედეგი და ეს არის არამხოლოდ სებ-ის, არამედ მთავრობის და მისი ეკონომიკური გუნდის დამსახურება“, - განაცხადა ნათია თურნავამ, რომელიც სებ-ის დღევანდელ საბჭოზე პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები