მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახა "სარაჯიშვილზე" რუსეთ - უკრაინის ომი?

631a2a22d5e83
ნინო ტაბატაძე
09.09.22 21:34
897
რუსეთ - უკრაინის ომმა ბრენდის ცნობილ მწარმოებელს „სარაჯიშვილს“ შემოსავლები შეუმცირა.

კომპანიამ 6 თვის ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, შემოსავლები წლიურ ჭრილში 26%-ით შემცირდა. 2021 წლის 6 თვის პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება 1.6-ჯერ, ხოლო საერთო მოგება 1.3-ჯერ შემცირდა.

„სარაჯიშვილმა“ 6 თვეში 16.2 მლნ ლარის პროდუქცია გაყიდა. სარეალიზაციო პორტფელის 67% საექსპორტო ბაზრებზე მოდის, 33% კი, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას უჭირავს.

რუსეთსა და უკრაინაში ბრენდის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები ნაწილობრივ დააკომპენსირა ბელორუსის და ყაზახეთის ბაზრებზე გააქტიურებამ, ასევე შიდა ბაზარზე რეალიზაციის ზრდამ. თუ 2021 წლის იანვარ- ივნისში საქართველოში „სარაჯიშვილმა“ 3.4 მლნ პროდუქცია გაყიდა, წელს ეს მაჩვენებელი 5.2 მლნ ლარამდეა გაზრდილი. სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია რეალიზაციის მაჩვენებლები ჩეხეთში, ისრაელსა და ლატვიაში.

ამონაგები ექსპორტიდან ქვეყნების მიხედვით / 2022 წლის 6 თვე

რუსეთი  - 2,549,207 ლარი (2021 წლის 6 თვე - 7,908,803 ლარი)
ბელორუსი - 4,175,251 ლარი (2021 წლის 6 თვე - 3,763,606 ლარი)
უკრაინა - 933,552 ლარი (2021 წლის 6 თვე - 3,288,523 ლარი)
ყაზახეთი - 2,326,883 ლარი (2021 წლის 6 თვე - 1,778,735 ლარი)
პოლონეთი - 295,241 ლარი (2021 წლის 6 თვე - 263,053 ლარი)
სხვა ქვეყნები - 627,599 ლარი (2021 წლის 6 თვე - 1,445,803 ლარი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები