მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ამარტივებს Altera Audit-ი ბიზნესისთვის საგადასახადო რისკების მართვას

63f89bbc9127a
BM.GE
24.02.23 15:08
1665
შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გაძლიერდა დეკლარაციების კონტროლის პროცედურები, შემცირდა პირდაპირ აუდიტის დანიშვნის პრეცედენტები და გაიზარდა დეკლარაციის კონტროლის შედეგად გადაზრდილი აუდიტების რაოდენობა. შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების 2023 წლის საოპერაციო გეგმების შესაბამისად, რესურსის უდიდესი ნაწილი სწორედ დეკლარაციების კონტროლზე მოდის, რომელიც შეეხება დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო დეკლარაციებს.

ALTERA AUDIT-ი არის საქართველოში პირველი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ავტომატურად აფასებს მომხმარებლის მიერ შევსებულ საგადასახადო ინფორმაციას, ადგენს გადაცდომების ალბათობას, აფასებს მის არსებითობას და შედეგებზე დაყრდნობით გასცემს შესაბამის საგადასახადო რჩევებს. ზოგადად, აუდიტის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, ინიცირების, პრე-აუდიტის, მიმდინარე აუდიტის და დასკვნით ეტაპებს. ALTERA AUDIT-ი სრულად მოიცავს ინიცირების და პრე-აუდიტის ნაწილს. კერძოდ, პროგრამა ინიცირების ნაწილში საზღვრავს სავარაუდო კანონშეუსაბამობის ალბათობის სიდიდეს (მაღალი,საშუალო,დაბალი), ხოლო პრე-აუდიტის ფარგლებში აფასებს იმ მიმართულებებს, რომელთა მიზეზითაც აუდიტორების მიერ ხდება საგადასახადო კონტროლის საგადასახადო აუდიტში გადაზრდა.

გარდა ზოგადად რისკიანობის შეფასებისა, ბიზნესი შეძლებს გააკონტროლოს მარაგების ნაშთის, ფასნამატის, სალაროში (ნაღდი ფულის) არაგონივრული ნაშთის, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების და დებიტორული თანხების არაგონივრული ნაშთის რისკები. ამასთან, პროგრამა მომხმარებელს აწვდის ყველა ამ რისკის აღმოფხვრისათვის შესაბამის საგადასახადო რეკომენდაციებს, თუმცა აღნიშნული არ უნდა გაიგივდეს სრულყოფილ აუდიტორულ დასკვნასთან.

მაგალითისთვის, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ იბეგრება სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. ALTERA AUDIT-ი გააანალიზებს, თუ რამდენად სარისკოა თქვენი ბიზნესის ბუღალტრულ ჩანაწერებში დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი და შესაბამისად, გასცემს რეკომენდაციას სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარებასა ან ბუღალტრული ჩანაწერების კორექტირებაზე.

ასევე, 2023 წლის საანგარიშო პერიოდიდან, მარაგების ნაშთის გრაფების შევსების გარეშე, გადასახადის გადამხდელებს შეეზღუდებათ მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა. ALTERA AUDIT-ი აანალიზებს, თუ რამდენად სარისკოა თქვენი ბიზნესის ბუღალტრულ ჩანაწერებში დაფიქსირებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი და შესაბამისად გასცემს რეკომენდაციას ინვენტარიზაციის ჩატარებასა ან საგადასახადო აუდიტის ჩატარებაზე.

ALTERA AUDIT-ის მიზანია პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა კატეგორიის კომპანიისთვის და შესაბამისად არის განსაზღვრული პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობის ღირებულებაც. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი საგადასახადო კონსულტაციების მისაღებად კომპანიებს უწევთ გაცილებით დიდი რესურსის დახარჯვა.

გარდა ამისა, მიმდინარე ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს, კერძოდ თუ ბიზნესი Loilate-ს გადააბარებს ბუღალტერიის წარმოებას, მიიღებს ALTERA AUDIT-ის უფასო პაკეტს, რომლითაც შეძლებს გაიგოს ატარებს თუ არა ბიზნესი საგადასახადო რისკებს განვლილ პერიოდზე.

ALTERA (www.altera.ge) არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს (www.loialte.com.ge) შვილობილი კომპანია, რომელიც მომხმარებელს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ALTERA AUDIT-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://audit.altera.ge


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები