საქართველომ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების 60% უკვე შეასრულა - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში გააკეთა, სადაც დეპუტატებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ანგარიში წარუდგინა. გენადი არველაძის თქმით, კანონების 99% 2027 წლისთვის შესრულდება. მისი თქმით, მთავრობა სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვით, კერძო სექტორს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად აქტიურად ეხმარება, ევროკავშირში გატანილი პროდუქციის ჩამონათვალი კი მზარდია.