მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დავავალდებულოთ მოქალაქე ირიბად, რომ აიცრას?- იურისტის მოსაზრება

60eca4ac813ab
ანუკა ჯოხაძე
13.07.21 00:15
2237
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ჯანდაცვის სპეციალისტები უკვე აქტიურად საუბრობენ მეოთხე ტალღაზე. ამის პარალელურად ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.
საკოორდინაციო საბჭო უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს იმ ბენეფიტების ჩამონათვალზე, რითაც აცრილმა ადამიანებმა უნდა ისარგებლონ. ეს უნდა გახდეს ერთგვარი მოტივატორი ადამიანებისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაებან. თუმცა, მიუხედავად არაერთი ანონსისა, ამ დრომდე უცნობია კონკრეტული ბენეფიტების ჩამონათვალი.

როგორც იურისტი რაულ აგიკიანი ამბობს, როგორც ვაქცინის, ისე ნებისმიერი სხვა სამედიცინო მანიპულაციის შემთხვევაში პაციენტის მხრიდან აუცილებელია ინფორმირებული თანხმობა. შესაბამისად, აგიკიანის განმარტებით, თუ ქვეყანაში რაიმე სახით ვაქცინებთან მიმართებით ვალდებულების მექანიზმის ამოქმედების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთადერთი გზა, იურისტის შეფასებით, კონკრეტული ბენეფიტების შეთავაზებაა, რაც ადამიანებს ვაქცინების გაკეთების მოტივაციას მისცემს.

“საქართველოს ჯანდაცვის შესახებ კანონი და პაციენტის უფლებების შესახებ კანონი მოითხოვს ინფორმირებულ თანხმობას ყველა ადამიანზე, ანუ ქმედითუნარიანმა ადამიანმა უნდა განაცხადოს ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციაზე თანხმობა. სხვა შემთხვევაში მას ვაქცინას ვერ გაუკეთებენ. იმ შემთხვევაში თუ რაიმე მაიძულებელი მექანიზმი იქნება შემოტანილი, გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი - რაიმე სახის დემოტივატორები გავუჩინოთ მოქალაქეებს, რომ ისინი უფრო მიეტანონ ვაქცინას საკუთარი ნებით და მეორე ვარიანტი არის ის, რომ დავუწესოთ საგადასახადო შეღავათები ან მაგალითად საზღვრის კვეთის კუთხით რაიმე სახის შეღავათი.”-აცხადებს იურისტი რაულ აგიკიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები