მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაიზარდა IT-სექტორი 2022-ში?

BM.GE
23.03.23 10:22
252
2022 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზომამ რეკორდულ 71.7 მილიარდ ლარს მიაღწია, საქსტატის შეფასებით ეკონომიკის რეალური ზრდა 10.1% იყო. შესაბამისად, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობამ 19,452 ლარს, ანუ 6,671 დოლარს მიაღწია. 

ეკონომიკის ყველაზე დიდი სექტორი ვაჭრობაა, რომლის წილიც მშპ-ში 15%-ია, თუმცა ზრდის ტემპით 2022 წელს ყველაზე გამორჩეული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორი იყო, სადაც მატებამ 49.9% შეადგინა. 

ასეთი დიდი მატების მიუხედავად სექტორი საქართველოს ეკონომიკის რიგით მეცხრე უმსხვილესი სფეროა და მისი ზომა 2.9 მილიარდ ლარს შეადგენს, თუმცა სავარაუდოდ, მომდევნო წლებში ის უფრო წინ გადაინაცვლებს. 

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მკვეთრად გაიზარდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა. თუკი 2021 წელს მასში 30 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2022 წლის ბოლოს დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 41.2 ათასს აღწევდა. ეს სამუშაო ძალის 38%-იანი მატებაა. 


რა ფაქტორები ზრდის ამ მაჩვენებლებს, რამდენად იყო შედეგი ომის პირობებში მიგრაციული ნაკადებისა და რა პოტენციალს აჩენს მოცემულობა?

სტუმარი: თორნიკე თოხაძე - ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები