მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ განახორციელა საქართველოში მედიკამენტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა დისტიბუტორმა PSP-მ სადისტრიბუციო საწყობის სრული გაციფრულება

6434ed20675ab
BM.GE
11.04.23 09:50
6065
კომპანია PSP მედიკამენტების ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის მომხმარებელი. შესაბამისად, ის მუდმივად უზრუნველყოფს მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფიზიკურ, გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის.

PSP-ს სადისტრიბუციო საწყობის და სამუშაოს მოცულობის მუდმივმა ზრდამ, დიდი რაოდენობით SKU-ების მიღებამ სხვადასხვა მწარმოებლისგან და საქონლის მიწოდებამ 300-ზე მეტ აფთიაქში და პარტნიორ კომპანიებში, საწყობის დატვირთვა მნიშვნელოვნად გაზარდა. პროდუქტების სწრაფად და ეფექტურად მიღების, სკანირების, შემოწმების, დასაწყობების, ამოკრების, მის კონტროლისა და გაგზავნის შეუფერხებლად, სწრაფი ტემპით და ადამიანური შეცდომების გარეშე უზრუნველსაყოფად არსებული საწყობის პროცესების სრული ავტომატიზაციის საჭიროება გამოიკვეთა.

„დროთა განმავლობაში, კომპანიის ზრდის პარალელურად, იმატა სამუშაოს მოცულობამ და საწყობის მართვის სირთულემ. კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო არსებული პროგრამული და მექანიკური პროცესების ავტომატიზაცია, შესაბამისად გაჩნდა იდეა ერთიანი ERP სისტემის დანერგვის შესახებ. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რომელი სისტემა იქნებოდა ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი. გვჭირდებოდა გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფდა საწყობის პროცესების სრულ ავტომატიზაციას, დაზოგავდა სამუშაო დროს და ექნებოდა ფუნქციონალი პროდუქციის სერიული კონტროლისთვის. ბევრი პრეზენტაციის და კომპანიის შეფასების შემდეგ არჩევანი Microsoft Dynamics-ზე და შესაბამისად - SMART business-ზე შევაჩერეთ", - აცხადებს მამუკა ბრეგვაძე, ადმინისტრაციული დირექტორი.

როგორ დაიწყო SMART WMS-ის ავტომატიზაციის პროცესი

საწყობის პროცესების ავტომატიზაციის პროექტის დაწყებისას SMART business-ის ექსპერტებმა ჩაატარეს ბიზნეს პროცესების შესაბამისობის ანალიზი SMART WMS სისტემის სტანდარტულ ფუნქიონალთან. შედეგების საფუძველზე შეიქმნა Gap ანალიზის დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იყო ყველა დავალების ჩამონათვალი გადაწყვეტილების მოდიფიკაციებით და კონფიგურაციებით. ამის შემდეგ დაიწყო პროტოტიპის შექმნა: სისტემის კონფიგურაცია, ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და ცვლილებები. ჩატარდა აქტიური მზადება Go-Live-თვის, რომელიც მოიცავდა მონაცემების იმპორტს, ინტეგრაციის ტესტირებას და ტრენინგებს როლებისა და უსაფრთხოების უფლებების შესაბამისად. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების და SMART WMS სისტემის გაშვების შემდეგ SMART business-ის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ პარტნიორის მხარდაჭერას.

“კომპანია PSP-ს აქვს 2 საწყობი საქართველოში. ერთი მათგანი თბილისში მდებარეობს და დაახლოებით 15000 მ2-ის მოცულობისაა, ხოლო მეორე ქუთაისში, რომლის ფართობიც 2000 მ2-ია. სისტემის დანერგვისას მნიშვნელოვანი იყო დაახლოებით 25000 დასახელების მედიკამენტის განთავსება შესაბამის უჯრებზე და მათთვის უნიკალური შტრიხკოდების მინიჭება, რათა სისტემას სცოდნოდა მედიკამენტების ლოკაცია, ვადა და სერიის ნომერი. მონაცემების გასწორების პარალელურად ყველაზე დიდი გამოწვევა იყო საწყობის მუშაობის უზრუნველყოფა შეფერხების გარეშე. დანერგვის პარალელურად არ უნდა შეფერხებულიყო საწყობის ფუნქციონირება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო 300-მდე აფთიაქის და პარტნიორი კომპანიების პროდუქტებით უწყვეტი და დროული მომარაგება", - ამბობს მამუკა ბრეგვაძე, ადმინისტრაციული დირექტორი.

იმპლემენტაციის შედეგები

ამ დროისთვის PSP-მ უზრუნველყო საწყობის მუშაობის ოპტიმიზაცია, სასაწყობო ოპერაციების სიზუსტისა და ეფექტურობის გაზრდა, კონტროლის, შეფუთვისა და შეკვეთების გაგზავნაზე დახარჯული დროის შემცირება.



კომპანია PSP ასევე ხედავს პერსონალის პროდუქტიულობის ზრდას საწყობის ოპერაციების ავტომატური პრიორიტეტიზაციის გზით, სისტემაში თითოეული თანამშრომლის ქმედებების ჩანაწერს. მანუალური შეცდომების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია.

“SMART WMS დანერგვის შედეგად განხორციელდა მედიკამენტების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაცია. ინფორმაცია თითოეული მედიკამენტის სერიის, ნაშთის და ადგილმდებარეობის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია სისტემის ინტერფეისში. უზრუნველყოფილია საწყობის სამუშაოების რესტრუქტურიზაცია. საწყობის თითოეული თანამშრომელი აღჭურვილია სპეციალური მობილური მოწყობილობით, რომელშიც ჩატვირთულია მის მიერ შესასრულებელი კონკრეტული დავალებები“, - თქვა ალექს ლომაძემ, ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

სისტემაში საქონლის ზუსტმა აღრიცხვამ უზრუნველყო მომხმარებლისთვის შეკვეთების ოპერატიულად დაგენერირების შესაძლებლობა, ხოლო შეკვეთის დამუშავების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდა სისტემაში მუშაობის პირველივე თვეს. დანერგილი მიზნობრივი საცავი ხელს უწყობს მარაგის კონტროლს რეალურ დროში. ახლა საწყობის მარაგები გამჭვირვალეა, რადგან ინფორმაციის სრული მონიტორინგი ხორციელდება SMART WMS სისტემაში.

„დღეს საწყობის 200-მდე თანამშრომელი თავის დავალებებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ასრულებს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ადამიანური რესურსების ოპტიმალური გამოყენების ხარჯზე PSP-ის საწყობში შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა 2-ჯერ გაიზარდა. სრულდება ბევრად მეტი დავალება, ხოლო ახალი თანამშრომლების ჩართვა სამუშაო პროცესში, გამოცდილი თანამშრომლის დახმარების გარეშე, უმოკლეს დროშია შესაძლებელი", - მამუკა ბრეგვაძე.

SMART business Georgia-თან თანამშრომლობის შედეგად, PSP-მ უზრუნველყო საწყობის კონტროლის მაღალი დონე და მარაგების გამჭვირვალე პროცესი თითოეული პროდუქტის გადაადგილებისთვის, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური საქმიანობა. ეს კი უტყუარი დასტურია იმისა, რომ კომპანია ნამდვილად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები