მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ განვტვირთოთ თბილისი საცობებისგან? - რჩევები კალაძეს

632c18fe26a74
თათია ჩაფიჩაძე
22.09.22 20:35
636
თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე თბილისის მერიას ავტოპარკის გაჩერებას და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომას ურჩევს. „საქმიანი დილას“ ეთერში ნადირაძემ შექმნილი საცობების ფონზე გამოსავლის გზებზე ისაუბრა.

მისი თქმით პრობლემის დაძლევის გზა თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაკეთება და მისი განივი გზებით სანაპიროებთან დაკავშირებაა. ის ამბობს, რომ აუცილებელია ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობაც. 

ამასთან, კიდევ ერთ პრობლემად ნადირაძემ გადატვირთულ ქუჩებზე სამშენებლო ნებართვების გაცემა დაასახელა, რაც სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდებარე ქუჩებს გაუვალს ხდის.

„წესით ამ ვითარებაში მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად დემონსტრაციულად გამოვიდოდი კალაძის ადგილას და გავაჩერებდი მერიის სამსახურის მანქანებს და მათთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვივლიდი. როგორც ბიუროკრატიაა გაბერილი, ავტოპარკიც ისევეა გაბერილი და ამასაც შევამცირებდი. ინიციატივას დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდით ოპოზიციაც, ჩვენი უმრავლესობა სწორედ ფეხით და მეტროთი გადაადგილდება. თუმცა ეს ზღვაში წვეთია. გამოსავალი არსებობს, მაგრამ ჯიუტად არ უნდა ვიძახოთ, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა რამე არ გვაინტერესებს. ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა და რელიეფი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ეს მოკლე დროში განხორციელდეს", - ამბობს ნადირაძე. 

მისივე მოსაზრებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტის გაჩერება ურბანული კატასტროფა იყო. 

"შემოვლითი რკინიგზის პროექტის გაჩერება იყო უდიდესი ურბანული კატასტროფა, ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და არსებობს, მაგრამ გადატანის შემთხვევაში რკინიგზის ადგილას დიდი მაგისტრალი კეთდება, რომელიც ახალი არტერია იქნებოდა დედაქალაქისთვის და თუ ამას განივი გზებით დავაკავშირებდით დანარჩენ ქალაქთან და სანაპიროებთან, ეს დედაქალაქს 40%-ით განტვირთავდა. ეს უდიდესი შვება იქნებოდა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზით გააჩერეს. სევე გენგეგმაში წერია, რომ აუცილებელია მტკვარზე იყოს დამატებითი ხიდები, რადგან თანაბარი და სწორი გადანაწილება ნაკადების შორის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე ვერ ხდება.

ამასთან, როდესაც სამშენებლო ნებართვებს გავცემთ და კორპუსს არ აქვს სათანადო საპარკინგე ადგილები, ადამიანი რომელიც სახლში მიდიან მანქანით მათ გზაზე და ტროტუარზე უწევთ გაჩერება. ეს არის არასწორი სამშენებლო პოლიტიკის შედეგი. ყველა ქუჩას გააჩნია თავისი გამტარუნარიანობის რესურსი, ეს მარტივად დათვლადია და როცა იცი, რომ რესურსი ამოწურულია და შენ კიდევ გასცემს მშენებლობის უფლებას, ეს იწვევს ქაოსს და უძრაობას. პირველ რიგში ქალაქის ხსნა შემოვლითი რკინიგზის დასრულებაა, ახალი ხიდების და ესტაკადების აშენება და რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ისე, რომ მოუნდეს ადამიანს მანქანის გაჩერება და გადმოჯდომა,“ - განაცხადა ნადირაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები