დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების წილმა მშპ-ს 7.6% შეადგინა, რაც 2013 წელს 7.3% იყო. 2013 წლიდან ბიუჯეტის ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები გაიზარდა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემითაა გამოწვეული.
„აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან ბიუჯეტში არამარტო ჯანდაცვის არამედ, სოციალური დაცვის ხარჯებიც იზრდება. შედეგად, ბიუჯეტის მთლიანი დანახარჯების 1/3-ზე მეტი ინდივიდუალური ტრანსფერები - სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯებია, რომელშიც ჯანდაცვის წილი 10%-ს შეადგენს. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედებაც აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება, რამაც თვალსაჩინო გავლენა იქონია ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების ფარდობით ზრდაზე, რადგან ამავე პერიოდში, ჯანდაცვის კერძო დანახარჯების წილი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ხოლო, აღნიშნულ პერიოდში საჯარო დანახარჯების ფარდობა მშპ-სთან 1.6%-დან 3.0%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, მომზადებულ ანალიზში წერია, რომ ჯანდაცვის საჯარო დანახარჯების საშუალოდ 92.3% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. დანარჩენი კი - სუბნაციონალური ბიუჯეტის ხარჯებია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსების საშუალოდ 65.9%, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასიგნებებს უჭირავს.