მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Bayer-ის წარმომადგენელთან

644bb4483cdbd
BM.GE
28.04.23 15:53
431
დღეს სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელოვანი გამოწვევა, მოსახლეობის მუდმივი ზრდის პირობებში, სამყოფი საკვები პროდუქტების წარმოება, გარემოზე მინიმალური ზემოქმედება და ბუნებრივი რესურსები დაზოგვაა. ამ გამოწვევებთან გამკლავება კი დღეს მხოლოდ ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითაა შესაძლებელი, რომელიც მიმართულია ნაკლები რესურსებით ჯანსაღი და უხვი მოსავლის მიღებისაკენ.

ინოვაციური აგროპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გერმანული კომპანია Bayer-ია, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებებსა და სათესლე მასალებს ქმნის. მისი პროდუქცია საუკუნეზე მეტია დიდი სანდოობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. Bayer-ს კარგად იცნობენ ქართველი ფერმერებიც, რადგან „აგროსფერო“ უკვე 18 წელია საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელია.

ჩვენ დავუკავშირდით ფრანკ თილეს, Bayer-ის კვლევისა და განვითარების განყოფილების წარმომადგენელსა და რეგიონულ მენეჯერს, რათა გაგვეგო, როგორ ქმნის კომპანია ინოვაციურ აგროპროდუქტებს, რატომაა მნიშვნელოვანი დღეს მსგავსი პროდუქცია და რას ფიქრობს ის საქართველოში არსებულ აგროპოტენციალზე.

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყევით Bayer-ის შესახებ...

Bayer მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1863 წელს დაფუძნდა და უკვე 160 წლიან ისტორიას ითვლის. მან მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოება მოგვიანებით დაიწყო, მალევე შექმნა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიც. დღეს კომპანიას ჰყავს მეცნიერთა დიდი გუნდი და არ იშურებს ფინანსურ რესურსს, რათა იკვლიოს და შექმნას ახალი ეფექტიანი საშუალებები.

Bayer დღეს აწარმოებს ჰერბიციდებს, ფუნგიციდებს, ინსექტიციდებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, ბიო-აგენტებსა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის სათესლე მასალებს. Bayer-ის ყველა პროდუქტი ინოვაციური და უნიკალურია.

როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები, რა ეტაპებისგან შედგება მისი წარმოების პროცესი?

Bayer-ის მეცნიერთა ჯგუფი ყოველდღიურად იკვლევს ახალ ნივთიერებებს, სწავლობს მათ თვისებებსა და ადგენს შესაძლებელია თუ არა სამომავლოდ მათი პრეპარატებში გამოყენება. ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ასეთი ახალი ნივთიერება იტესტება, რომელთაგან მხოლოდ ერთი გადის ბაზარზე.

ტესტირების პროცესი ხანგრძლივია და ბევრი საფეხურისგან შედგება – მოწმდება რამდენად ეფექტიანია მისი ბიოლოგიური თვისებები, არის თუ არა ტოქსიკური, რა გავლენას მოახდენს ის გარემოსა და ცოცხალ არსებებზე. როდესაც მისი ნებისმიერი ტიპის მავნე გავლენა სრულად გამოირიცხება, იწყება ისეთი ფორმულის შემუშავება, რომელიც მარტივად გამოსაყენებელი იქნება მომხმარებლებისთვის.

მთელ ამ პროცესს – ნივთიერების ანალიზს, ცალკეული პროდუქტის შექმნასა და მის ბაზარზე გატანას – დაახლოებით 10 წელი სჭირდება, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. Bayer-ს ერთი პროდუქტის წარმოება დაახლოებით 600 მილიონი ევრო უჯდება.

რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს ინოვაციურ აგროპროდუქტს?

იმისათვის, რომ პროდუქტს ინოვაციური ვუწოდოთ უნდა ჰქონდეს მოქმედების მაღალი ეფექტი, უზრუნველყოს მცენარის ჯანსაღი ზრდა-განვითარება, მოსავლის მაღალი ხარისხი და დიდი მოცულობა, უნდა იყოს უსაფრთხო ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. Bayer-ისთვის მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენად მარტივია ფერმერისთვის მისი გამოყენება. ასევე, ინოვაციურ საშუალებას უნდა ჰქონდეს გადამუშავებადი შეფუთვა და მისაღები ფასი.

თქვენი ხედვით, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ფერმერი? რა არის საჭირო აგრომეურნეობის სწორად განვითარებისთვის?

მსოფლიო პოპულაცია მზარდია, მიწები აგრომეურნეობისთვის კი სულ უფრო იკლებს და სამყოფი საკვები პროდუქტების წარმოება რთულდება. დიდი გამოწვევაა კლიმატის ცვლილებაც, ამიტომ აუცილებელია გარემოს დაცვას მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციოთ.

ამ გამოწვევებიდან გამომდინარე თანამადროვე ფერმერმა, სასურველია, არჩევანი სწორედ ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე გააკეთოს. ასევე, უნდა შეეცადოს ე.წ. ზუსტ აგრომეურნეობას მიჰყვეს, ორიენტირებული იყოს რესურსების დაზოგვაზე, გამოიყენოს პრეპარატები მიზნობრივად, იმ ოდენობითა და იმ დროს, როცა მცენარეს ეს ნამდვილად სჭირდება. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია სიახლეების მიმართ ღიაობა და მუდმივი ინტერესი დარგში არსებული ახალი შესაძლებლობების მიმართ.

როგორ შეაფასებთ Bayer-ის პარტნიორობას „აგროსფეროსთან“?

Bayer-ისა და „აგროსფეროს“ თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო და 18 წელზე მეტია ის ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან მჭიდროა და ემყარება სრულ ნდობას. ყველაზე მეტად „აგროსფეროს“ განვითარებისკენ სწრაფვა გვხიბლავს, ვაფასებთ მისი გუნდის მაღალ კომპეტენციასა და ცოდნას სოფლის მეურნეობის მეცნიერებებში.

ამ დროის განმავლობაში ბევრს შეიტყობდით საქართველოზეც. თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა ქვეყანა აგრომეურნეობის მიმართულებით?

საქართველო ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იმაზე მეტი პროდუქტი აწარმოოს, ვიდრე დღეს. ქართველ ფერმერებს შეუძლიათ ქვეყანაში შექმნილი საკვები პროდუქტებით თითქმის სრულად დააკმაყოფილონ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება და ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ფერმერებისთვის ცოდნის მიღების მცირე შესაძლებლობებია. სწორედ ამიტომ Bayer და „აგროსფერო“ ერთობლივი ძალისხმევით ხშირად აწყობს სემინარებსა და ვორქშოფებს პარტნიორი ფერმერებისთვის, უზიარებს ცოდნას და აცნობს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პროდუქტებს. მჯერა, დროთა განმავლობაში, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული აგროქვეყანა გახდება და შეძლებს წარმატებით უპასუხოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მუდმივად მზარდ მოთხოვნას.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები