მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იზრდება რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებულ ბიზნესისა და უძრავი ქონების მაჩვენებლები?

BM.GE
25.05.23 11:03
213
რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებულ ბიზნესსა და საცხოვრებელ ბინებზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას კითხვის პასუხად აცხადებს, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 26 აპრილამდე ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 8872 მოქალაქე დარეგისტრირდა; წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით რუსეთის ფედერაციის 889 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 646 იურიდიულ პირში. 

რაც შეეხება მონაცემებს საცხოვრის შეძენასთან დაკავშირებით, ბოლო 6 თვეში რუსეთის 4 ათასამდე მოქალაქემ იყიდა ბინა. კერძოდ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის 3 878 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 4 745 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.

886 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 829 მოქალაქის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 118.213 კვ.მ-ს. 

ამასთან, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საკუთრებაში რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის გარეშე მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 265.049 კვ.მ; ამავე პერიოდისთვის შენობა-ნაგებობებიანი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 209.600 კვ.მ; ხოლო საცხოვრებელი ბინა/ერთეულების ჯამური ფართობი - 424 449.823 კვ.მეტრი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუმარი: თამარ კორძაია - პარლამენტის დეპუტატი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები