მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოხდება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის გაკონტროლება?

BM.GE
10.01.23 14:43
294
შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა. 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის. შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარი, ხოლო ექთნების კი საათში 4.4 ლარით განისაზღვრა. „რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. 

სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე BMG-სთან ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს ექთნები სხვა პოზიციებზე გადაჰყავთ. მიზეზი ხელფასების გაზრდის თავიდან არიდებაა. 

სტუმარი:სოფო ჯაფარიძე - „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები