მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა?

63f3366c92cf5
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.23 01:00
779
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის განცხადებით, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონის ბოლომდე ასათვისებლად ბიზნესს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ მან „Forbes კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის სექტემბერში ამოქმედებული "e-გეზ"-ის მიმართ ბიზნესის მხრიდან ინტერესი დიდია, თუმცა ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიაა საჭირო.

„გასულ წელს საბაჟოს მიმართულებით სექტემბერში ელექტრონული გაფორმების ზონა გავხსენით. ჯერ არ არის ბევრი დრო გასული, თუმცა ბიზნესმა ეს ძალიან კარგად მიიღო. მაგალითად, გაფორმების ეკონომიკური ზონა, რომელიც გარდაბნის გზაზე მდებარეობს, იქამდე მისასვლელად მეწარმეებს დრო და ფინანსური რესურსი ესაჭიროებათ, გაფორმების ელექტრონულ ზონაში კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია ელექტრონულად ატვირთოს საბუთები და მისი კონკრეტული საქონელი.

ბიზნესს ამის შესახებ რომ სცოდნოდათ ამაზე წინასწარ ვიმუშავეთ, თუმცა კიდევ რამდენიმე თვე იქნება საჭირო, რომ ბიზნესმა ეს სერვისი აბსოლუტურად ბოლომდე აითვისოს“, - განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, ნებისმიერ დანერგილ გაელექტრონებულ სერვისს დინამიკაში დაკვირვება და გარკვეული სიტუაციების გათვალისწინებით შესაბამისი რეაგირება და მოდიფიცირება სჭირდება.

„შემოსავლების სამსახურის სერვისების თითქმის 90% გაციფრულებულია და მეწარმეს შეუძლია შემოსავლების სამსახურთან თავისი ოთახიდან გაუსვლელად იურთიეთოს. მიუხედავად ამისა აქ მეორე აუცილებელი მოცემულობა შემოდის, რომ ამ სერვისების არსებობა და გამოყენების წესი, რაც შეიძლება მარტივად უნდა იყოს ახსნილი. თუ მომხმარებელმა სერვისის შესახებ არ იცის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უფუნქციოა, ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გაკეთდა - ვიდეორგოლები, მეწარმეებთან შეხვედრები“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები