მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სტრატეგია?

BM.GE
27.07.23 10:16
117
საქართველოს მთავრობამ 2023-2025 წლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისათვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც მთავრობის 2021-2025 წლების სტრატეგიის ნაწილია. გეგმაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისათვის დაგეგმილი აქტივობებია გაწერილი და მათ შორის არის დაფინანსების ალტერნატიული წყაროები რომელთა შორის სახელმწიფო პროგრამებიცაა მითითებული. 

2023-2025 წლებში დაგეგმილია მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშემწყობი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი მდგრადობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, გათვალისწინებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 700-ზე მეტი თანამშრომლის გადამზადება. 

დოკუმენტში მითითებულია, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარების და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების კუთხით ტრენინგების ჩატარება და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა წილობრივი მონაწილეობის ზრდა, ვინც მიიღებს დამატებით ინფორმაციას და ცოდნას. 

სტუმარი: გიგა ფაიქიძე - SMEDA-ს აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები