მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს ქეითერინგ ბიზნესი საქართველოში?

BM.GE
17.01.23 11:36
212
ღონისძიებების დაგეგმვასა და სერვისზე კომპანიების მხრიდან მოთხოვნა გასულ ორ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 2-ჯერ გაზრდილია, რისი მიზეზიც შეზღუდვების გარეშე მუშაობაა. პანდემია ქეითერინგ ბიზნესს მნიშვნელოვნად შეეხო. ETG Group, რომელიც წლებია ქეითერინგ ბიზნესშია, ბაზარზე სიახლით შემოდის და კაფეტერიის გახსნას აანონსებს. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კაფეტერიებზე ბოლო დროს მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიაში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი ობიექტის გახსნა იგეგმება, რომლისთვის 100 000 ლარის ინვესტიციის მოძიებაზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა სამომავლოდ ქსელური კაფეტერიების გახსნასაც არ გამორიცხავენ.

სტუმარი: გიორგი საღინაძე - ETG GROUP-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები