მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს საძოვრების იჯარით გადაცემის პროგრამა?

BM.GE
13.07.22 13:42
393
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მესამე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. გამოქვეყნებულია იმერეთის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონების 24 ერთეული საძოვრის მონაცემები, მათ შორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 15, დედოფლისწყაროში - 7, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტში - 2. 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. 

რამდენად ეხმარება პროგრამა მეცხოველეობის დარგის განვითარებას და საძოვრების რაციონალურ გამოყენებას? 

სტუმარი: ბექა გონაშვილი, “აგროქიზიყის” დამფუძნებელი, ფერმერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები