მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს სავალდებულო დაზღვევის ცენტრი?

BM.GE
11.01.23 12:14
201
5 წელია საქართველოში სავალდებულო დაზღვევის ცენტრი შეიქმნა, რომელიც თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფუძნდა. ეს ორგანიზაცია იმ პირებს ემსახურება, რომლებიც უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავენ. საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა 2018 წლის 1 მარტიდან გახდა სავალდებულო.

სადაზღვევო სექტორის მხრიდან ცენტრის მუშაობა საკმაოდ წარმატებულად ფასდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სატრანსპორტო ხაზების გადალაგებით, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მიმართ გაზრდილია მოთხოვნა, შესაბამისად დაზღვევის ცენტრსაც გაცილებით მეტი პოლისის გაცემა უწევთ, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

სტუმარი: გიორგი ჩაჩუა - სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები