მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ოპერირებს სათამაშო ბიზნესი შეზღუდვების პირობებში?

BM.GE
25.05.22 17:40
488

2022 წელს აზარტული თამაშების სექტორი ახალი რეალობის პირობებში შეხვდა. გარდა იმისა, რომ აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირება, ასევე პირველი მარტიდან 25 წლამდე პირებისა და საჯარო მოხელეების თამაშის უფლება აღარ აქვთ. მანამდე, 1 იანვრიდან შეიცვალა ონლაინ-თამაშების დაბეგვრის წესი. კერძოდ კი მათ უწევთ მოგების გადასახადის სახით მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10% გადაიხადონ. 


ის, თუ რა ეფექტი აქვს ცვლილებებს აზარტული თამაშების სექტორზე, ამის დასადგენად, BMG-იმ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია, თუ რა თანხა გადაიხადეს კომპანიებმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების და მოსაკრებლების მოცულობა 146 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2021 წელთან შედარებით 59 მილიონით მეტია. ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტში აზარტული თამაშების მოგების გადასახადიდან შევიდა. ის პირველ კვარტალში 70.8 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14.9 მილიონი ლარით მეტია.

როგორ ოპერირებს სექტორი შეზღუდვების პირობებში?

სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები