მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი შრომის ბაზრის სტრუქტურას?

BM.GE
17.07.23 10:38
112
ხელოვნური ინტელექტი თითოეული ადამიანის ყოველდღიურობაში სულ უფრო აქტუალური და სულ უფრო გამოყენებადი ხდება. ერთი მხრივ გამარტივებული რუტინული სამუშაო გარემო და პირობები და მეორე მხრივ რისკები, იმასთან დაკავშირებით რომ შესაძლოა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა ადამიანების დასაქმების სივრცეები შეამციროს სულ უფრო იმატებს. 

სიახლეებს ანონსებს იმასთან დაკავშირებით, რომ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, საწარმოები, იურიდიული კომპანიები თუ ბუღალტრული საფინანსო ოპერაციების შემსრულებელი კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს ირჩევენ როგორც პროცესების დამაჩქარებელ და დამზოგველ რესურსს საპროტესტო გამოსვლები ემატება. სცენარისტების შემდეგ ჰოლივუდში ხელოვნური ინტელექტი გამო სამსახურის დაკარგვის საფრთხეები გამო მსახიობებიც აბუნტდნენ. 

ამერიკის შეერთებული შტატების კინემატოგრაფიულ ინდუსტრიაში კრიზისი გრძელდება. სცენარისტების შემდეგ, სტრიმინგ-გიგანტების წინააღმდეგ “მსახიობთა გილდია” (SAG-AFTRA) გაიფიცა, რომელიც 160 ათას მსახიობს აერთიანებს. გაფიცვა მას მერე დაიწყო, რაც მსახიობები და სტრიმინგ-კომპანიები უკეთეს შრომით პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, ვერც, მათ შორის, ფედერალური მედიატორების ჩართულობის შემდეგ. 

ამ დრომდე, მსახიობები ბოლოს 1980 წელს გაიფიცნენ - იმ დროსაც, გაფიცვის მთავარი გამომწვევი მიზეზი ახალი ტექნოლოგია იყო. 1980-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდეოკასეტების გაქირავების სერვისები გამოჩნდა, რამაც ფილმებისა და სერიალების ყურების მაჩვენებელი ახალ, იმ დროს არნახულ მასშტაბზე აიყვანა, მაგრამ, როგორც მსახიობებს მიაჩნდათ, ინდუსტრიის ზრდის მიუხედავად, მათი ხელფასები არ მომატებულა. 

რამდენად შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი ოსკაროსანი მსახიობები შექმნას ეს ერთი თემაა, თუმცა ის რაც ცხადად ჩანს შეშფოთების მიზეზი ხელოვანებში და კრეატიულ ინდუსტრიებშიც გაჩნდა. როგორ შეცვლის დასაქმების ბაზარს მომდევნო წლებში ხელოვნური ინტელექტი, რა არის უკვე შეცვლილი?

სტუმარი: ირაკლი ბერიძე - გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები