მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

6416ba9ce213d
შოთა ტყეშელაშვილი
19.03.23 11:25
1315
სტატიაში საუბარია:
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 23.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -11.62% წინა კვირასთან შედარებით და -16.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 855 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.17 მილიარდი ბრიტანული ფუნტი სტერლინგია.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.59% წინა კვირასთან შედარებით და - 15.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 559 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.20 მილიარდი ბრიტანული ფუნტი სტერლინგია.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.05% წინა კვირასთან შედარებით და -7.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 477 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 347 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

წყარო: Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები