მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე?

648c92f6e492c
გიორგი თოლორდავა
16.06.23 23:00
769
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.99%-ით შემცირდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 29.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.47 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 25%-ია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.85%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 25.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 19%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 3.12%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 8.60 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 400 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 18%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები