მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შევქმნათ ონლაინ სამუშაო სივრცე Google Workspace-ის მეშვეობით?

5fce02a5ca31a
BM.GE
07.12.20 14:20
3773
რამხელა დისკომფორტია თქვენთვის აქა-იქ გახსნილი ბრაუზერის ტაბები? Word, PDF და Microsoft Excel დოკუმენტები მიმოფანტულია დესკტოპზე; პროექტის მენეჯერი ფრილანსერებს დასდევს სხვადასხვა აპლიკაციაში და უახლესი პროექტის დოკუმენტებიც დაკარგულია.

თუკი 2020 წლის მოვლენებიდან რაიმე დასკვნა გამოვიტანეთ, ეს სწორედ ის არის, რომ მზად უნდა ვიყოთ დისტანციური და ონლაინ სამუშაო სივრცეების ასათვისებლად. რაც, როგორც ჩანს, დღესაც დიდი პრობლემაა.

გამოკვლევები აჩვენებს, რომ 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კომპანიებისთვის აღმოჩნდა ვირტუალური სამუშაო სივრცის მოწესრიგება და დისტანციურ სამუშაო პირობებთან ადაპტაცია.



მაშინ, როდესაც თქვენი გუნდის წევრების უმეტესობა სახლში, კომპიუტერის წინ ატარებს მთელ დროს, საუკეთესო საჩუქარი თქვენგან იქნებოდა კომფორტი და მოქნილობა; ამის მიღწევა კი შესაძლებელია პროდუქტიული ონლაინ სამუშაო სივრცის შექმნით Google-ის ცნობილი აპლიკაციების გამოყენებით.


შექმენით კორპორატიული ელ.ფოსტის მისამართი Gmail-ზე

სულაც არ არის საჭირო ასობით და ათასობით დოლარის დახარჯვა იმაში, რომ თქვენი ელ.ფოსტის მისამართის დომეინს, თქვენივე კომპანიის სახელი ერქვას. მით უმეტეს, როდესაც ამისი მიღწევა თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი პლატფორმის მეშვეობით, Gmail-ით შეგიძლიათ.

რატომ კორპორატიული მეილი?

როდესაც კომპანიის სახელით გვიკავშირდებიან yahoo.com, gmail.com, hotmail, Mail.ru და მსგავსი დომეინებით, პატარა არაპროფესიონალიზმის ნაპერწკალი ყოველთვის ჩნდება.

არ ვიცი თქვენ რას გრძნობთ ამ დროს, მაგრამ, როდესაც გამოცხადებულ ვაკანსიაზე HR-ის იმეილი ასეთია, name.compania.ge@yahoo.com, უფრო დიდხანს ვფიქრობ ხოლმე რეზიუმეს გაგზავნაზე.
დარწმუნდი, რომ სასიამოვნო პირველ შთაბეჭდილებას ტოვებ კლიენტზე.

თქვენი და თქვენი გუნდის წევრების ელ.ფოსტის მისამართების სტანდარტიზება შეგიძლიათ და ეს ფაქტიურად თქვენივე კომპანიის რეკლამა გამოდის. გარდა ამისა, თუკი თანამშრომელი კომპანიას დატოვებს, ელ.ფოსტის მისამართი თქვენს ხელშია და ახალ თანამშრომელსაც მარტივად გადაუგზავნით მნიშვნელოვან მიმოწერებს.

ამასთან, Google Workspace-ის მეშვეობით, შესაძლებელია თქვენს @doman-ზე შეიქმნას კორპორატიული Gmail-ი და ყველა დეპარტამენტისთვის შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური ელ.ფოსტის მისამართი. Sales@CompanyDomain, info@domain, HR@Domain, iT@CompanyDomain და ა.შ.

Google Workspace (იგივე G Suite) -თან დაკავშირებით კონსულტაციებს, ჯეოსოფტი, Geosoft.ge Google Cloud-ის ქართველი პარტნიორი გაგიწევთ.


დაწერე, დაარედაქტირე, გაუზიარე და შეასრულე პროექტები Google Editors-ით (Google Docs, Sheets, Slides)


Google Editors არა მხოლოდ მათთვის არის მოსახერხებელი, ვინც დისტანციურად მუშაობს; ამ პროგრამებს ერთ ოთახში მომუშავეებიც პროდუქტიულად იყენებენ.

იმასაც ამბობენ, რომ დღეისათვის კოლაბორაციული სამუშაოებისთვის ბევრი პროფესიონალი Google Docs ამჯობინებს.

რატომ არის ეს ასე?

Google Docs, Sheets და Slides-ში შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პირმა იმუშაოს. ამ პროგრამებს აქვს ონლაინ გაზიარების ფუნქცია და არ არის საჭირო დოკუმენტის დაკორექტირება, შენახვა და ხელახლა გაგზავნა (ანუ, როგორც Word-ის ფაილებთან ვიქცევით ხოლმე).

და არც იმაზე იდარდოთ, თუკი ვინმე რამეს აურევს დოკუმენტში. ყველაფერი დოკუმენტის ისტორიაში ინახება და მარტივად ხელმისაწვდომია მისი კორექტირების ნებისმიერი მომენტი.

ერთი-ერთი მიზეზი, რის გამოც ძალიან მიყვარს Google Docs, არის "შეთავაზების ფუნქცია" (suggestion mode). ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც ტექსტში ჩასწორების შეთავაზება გვინდა რომ გავაკეთოთ.

ცვლილებების ავტომატური შენახვა და ინტერნეტის გარეშე მუშაობაც ჩვეულებრივი მოვლენაა Google Editors-ში. კი, ახალი პროგრამაა, თუმცა შესწავლა საკმაოდ მარტივად ხდება; და თუ მაინცდამაინც ძალიან მოგენატრებათ Word, ჩვეულებრივ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Word-ის ფორმატით (ან PDF, რომელიც გსურთ).

ძალიან მარტივად მუშაობს Microsoft Office-ის ცნობილ აპლიკაციებთან, Excel, Word, PowerPoint -თანაც, განურჩევლად ვერსიისა.


შეინახეთ ყველაფერი “ქლაუდში” Google Drive-ზე

Google Drive განსაკუთრებით კომფორტული არის ონლაინ სამუშაო სივრცის შესაქმენლად. წარმოიდგინეთ, რომ Google Drive არის თქვენი ოფისი, სადაც შეკრებილია ყველა დეპარტამენტი, მათთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტები და პროექტები.

ალბათ, მომხმარებლის დონეზე უკვე გაქვთ კიდეც Google Drive-თან გამოცდილება და ისიც გეცოდინებათ რომ საკმაოდ მოქნილი ტევადობის პაკეტები აქვს. კომპანიებისთვის კი განსაკუთრებული შეთავაზებებითაც გამოირჩევა.

ასევე, მოსახერხებელია ისიც, რომ Google Drive-ს მიბმა შეგიძლიათ თითქმის ყველა აპლიკაციაზე და ყველაზე ხშირად ხმარებად ბრაუზერთან, Google Chrome-თანაც კომფორტულად გამოიყენებთ (რა თქმა უნდა).

შეგიძლიათ გადმოწეროთ Google Drive Backup and Sync ან Drive File Stream და სამუშაო კომპიუტერიდან ავტომატურად აკეთებს ნებისმიერი ფაილის სინქრონიზაციას.

დაგეგმეთ შეხვედრები, გადაანაწილეთ პროექტები და აწარმოეთ ორგანიზებული სამუშაო გრაფიკი Google Calendar-ში


გარდა იმისა, რომ დოკუმენტების რედაქტირება შეგიძლიათ, ფაილების შენახვა და მეილების გაგზავნა, Google ამ ყველაფერთან ინტეგრირებულ კალენდარსაც გთავაზობთ. შეხვედრების დაგეგმვა გაცილებით მარტივი ხდება მაშინ, როდესაც ონლაინ შეგიძლია ნახო შენი გუნდის წევრების თავისუფალი დრო.

თუკი აქამდე არ გისარგებლიათ Google-ის კალენდარით, გირჩევთ Google Cloud-ის  პარტნიორს დაუკავშირდეთ საქართველოში; ისინი დაგეხმარებიან თქვენი ძველი კალენდარიდან ახალში დეტალების გადმოტანაში, გაგიწევენ მხარდაჭერას და გასწავლიან პროგრამაში ორიენტირებას.

Google Calendar-ის მეშვეობით გაცილებით ნაკლებ დროს დახარჯავთ პროექტების დაგეგმვაში და უფრო მეტს - მათ განხორციელებაში.

მას შემდეგ რაც კალენდარში შეიტანეთ შეხვედრა, შეგიძლიათ შეეხმიანოთ ერთმანეთს Google Meet-ის მეშვეობით.

2020 წელს, Google Meet-ს ყოველდღიურად 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ამ სიაში Zoom და Microsoft Teams-იცაა, თუმცა Google Meet გაცილებით მოსახერხებელია, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ყველაფერი ერთ სივრცეში და ერთმანეთთან დაკავშირებულია. კალენდარში შეხვედრას ჩანიშნავ, Google Meet -ში აწარმოებ ვიდეო ზარს და პარალელურად, Google Doc ან Sheets -ში ჩაასწორებ მითითებულ ტექსტს. ეს ყველაფერი კორპორატიულ Gmail-ზეა ინტეგრირებული.

Google Workspace ქმნის იდეალურ გარემოს მათთვის, ვისაც ხშირად უწევს გუნდური  მუშაობა.



როგორ მივიღოთ უკეთესი გამოცდილება Google Workspace-სგან?

ერთიან სივრცეში მუშაობა გაძლევთ მოქნილობისა და პროდუქტიულობის გაზრდის საშუალებას; ეს კი ხელსაყრელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გჭირდება მუდმივი და უწყვეტი კავშირი გუნდის წევრებთან.

ახალ პლატფორმაზე გადასვლას ძალისხმევა და დრო სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მცირე ზომის IT დეპარტამენტი გაქვთ. ასეთ დროს, შეგიძლიათ Google Workspace პარტნიორს დაუკავშირდეთ და ის დაგეხმარებათ მონაცემების მიგრაციასა და ახალი სერვისების ათვისებაში.

Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში კი არის Geosoft. ჯეოსოფტი, ბოლო ათწლეულია ქლაუდ სისტემებს ნერგავს ქართულ კომპანიებში. მათი სერვისები განსაკუთრებით მოსახერხებელია ადგილობრივი კომპანიებისთვის.

პანდემიისა თუ მის გარეშე, მომავალში კომპანიები მეტწილად, ციფრულ სამუშაო სივრცეებში გადაინაცვლებენ. არ ჩამორჩეთ თანამედროვე ტრენდებს და განვითარების საშუალებებს. იმოქმედეთ ჭკვიანურად და პროდუქტიულად.





NS


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები