“ჩვენი ქვეყანა საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა, სწრაფ განვითარებას შეცდომები მოჰყვება. ნებისმიერ განვითარებას ხარისხის შენარჩუნება სჭირდება. როდესაც ცოტა ტურისტი გვსტუმრობდა, მომსახურება სხვა ხარისხის იყო, დღეს ჩვენ ვამჩნევთ, რომ რაოდენობის ზრდასთან ერთად ხარისხიც უნდა გაუმჯობესდეს. ამისთვის ჩვენი მხრიდან ცოდნისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლებაა საჭირო, რაც ქვეყანას მეტ წარმატებას მოუტანს”, - განმარტა გიორგი ბარკალაიამ.
გიორგი ბარკალაიამ საუბრის დროს “ევრობასკეტ 2022” ახსენა და ქვეყნის ერთ-ერთ წარმატებად დაასახელა. bm.ge-ს ჟურნალისტის რეპლიკაზე - რამდენად გაამართლა ამ პროექტმა, რადგან ვერ დავინახეთ “ევრობასკეტის” გამო ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები… მან უპასუხა, რომ ეს სამომავლო პერსპექტივაში დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
“შესაძლოა ამ დროს ტურისტების დიდი ნაკადი არ ჩამოვიდა, მაგრამ ვინც კალათბურთს აქტიურად უყურებს და უცხოეთში ცხოვრობს მათ გაიგეს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც შესაძლოა ჩამოსვლა ღირდეს”, - განმარტა მან.
გიორგი ბარკალაია სხვადასხვა დროს ისეთ კომპანიებში მუშაობდა, როგორიცაა: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, ტელეკომპანია „იმედი“, „ვითიბი ბანკი“, „საქართველოს ეროვნული ლატარეა“, „საქართველოს ბანკი“, „არტი ჯგუფი“, ვისოლ პეტროლიუმი“.