მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაუმჯობესდეს სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა? - წაქაძის მოსაზრება

63651352b0cf1
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.22 18:11
476
"ეს პროექტი ჩვენმა მთავრობამ ახლა დაიწყო და 100%-ით ყველაფერი კარგად ვერ იქნება, რადგან ახალი პროექტია. წელს რაც იყო იმაზე უკეთესად დაიგეგმება, მომავალ წელს და ეს პროგრამაც დაიხვეწება“, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში სოცდაუცველთა პროგრამის შეფასებისას გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა და სოცდაუცველთა სახელმწიფო პროგრამა საზოგადოებას მუშაობას აჩვევს.

„ჩვენი ოპონენტები ამ პროექტს აკრიტიკებენ და კითხვის ნიშნებს სვამენ, რაც არასწორია. მე პირადად მოვიარე ამ პროგრამის ფარგლებში რაიონები. ჩვენ წელს ამ პროგრამაში 40 მლნ ლარი ჩავდეთ და მომდევნო წელს 80 მლნ ლარის ჩადებას ვგეგმავთ.

ეს პროექტი ჩვენმა მთავრობამ ახლა დაიწყო და 100%-ით ყველაფერი კარგად ვერ იქნება, რადგან ახალი პროექტია. წელს, რაც იყო იმაზე უკეთესად დაიგეგმება მომავალ წელს და ეს პროგრამაც დაიხვეწება.

ეს პროექტი უფრო მიზნობრივი უნდა გახდეს. გარკვეული ინვენტარიზაციის შედეგად უნდა გაირკვეს რა პროფილის ხალხს სად უმუშავია და რა მიმართულებით შეიძლება მათი დასაქმება. ვისაც არ აქვს გამოცდილება ისინი ნებისმიერ ვაკანტურ სამუშაოზე უნდა გავუშვათ. აქ მთავარია, რომ სახელფასო ანაზღაურებასთან ერთად, ის სოციალურ დახმარებასაც აიღებს და მეორე მთავარი საკითხი ის არის, რომ ის სამსახურში ყოველდღიურად გასვლას ეჩვევა. რთულია, როცა წლების განმავლობაში ზიხარ სახლში ამ დროს ძალიან ინერტული ხდები.

ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც კონკრეტული პროფესიული უნარები გამოავლინა, მაგალითად კაფელის დაგების სპეციალისტები სამინისტრო მაშინვე დაიტოვა, ასევე რეინჯერები რომლებიც ბაღდათში მუშაობდნენ - დასაქმდნენ“, - განმარტა ბეჟან წაქაძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამის დადებითი ეფექტი მათი რაოდენობის შემცირება იქნება. გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდისთვის ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის მექანიზმებს აამოქმედებს.

წელს, სახელმწიფო პროგრამით 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ხოლო 2023 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის 80 მლნ ლარია ჩადებული, რაც 23 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები