მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოგვარდეს მიუსაფარი ძაღლების პრობლემა თბილისში? - სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის ხედვა

BM.GE
30.01.23 10:49
418
საქართველოში კი ამ დრომდე ჯერ ისიც არ ვიცით, სულ რამდენი მიუსაფარი ცხოველი გვყავს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მათ შორის თბილისში. 2015 წლის დათვლით, მათი რაოდენობა მხოლოდ თბილისში 43 000 იყო, თუმცა ამ რიცხვს არაერთი ცხოველთა დამცველი აყენებდა ეჭვქვეშ დათვლის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე. 

ყურზე საჭდეს მიუხედავად არ ვიცით ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქუჩაში მცხოვრები ძაღლი ყოველ წელს იცრება, რაც ასევე მოსახლეობის შიშს იწვევს. იმისთვის, რომ ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა შემცირდეს და მათი ყოფა გაუმჯობესდეს ცხოველთა დამცველები რამდენიმე პირობას აყენებენ მათ შორის მასობრივი სტერილიზაცია/ კასტრაციას, ცხოველთა ჩიპირების ვალდებულებას, სახლის პირობებში ცხოველების გამრავლების აკრძალვას და კონტროლს და ასევე სახლიდან ცხოველის გამოგდების შემთხვევაში მნიშვნელოვან ფულად ჯარიმას.

როგორია თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის ხედვა?

სტუმარი: გიორგი კობიაშვილი - თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები