მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვრცელდება "მაიმუნის ყვავილი"

62a9f0f9d7012
მარიამ ვარადაშვილი
15.06.22 20:10
2178
ნორვეგიაში ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი BMG-სთან იმ მახასიათებლებზე საუბრობს, რაც მაიმუნის ყვავილს გააჩნია. მისი თქმით, ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 21 დღეა. რაც შეეხება გადადებას, ის მხოლოდ მჭიდრო კონტაქტით გადადის.

როგორც წერეთელი ამბობს სამედიცინო პერსონალმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რაც  ხელთათმანითა და პირბადით მუშაობას გულისხმობს.

“ეს დაავადება ძალიან მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში გადადის, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფიცირებულ ადამიანს დაზიანების ადგილზე უნდა შეეხოთ ან ამ კანის სითხე მოხვდეს თქვენს კანზე. ეს ვირუსი ასევე დიდხანს რჩება ზედაპირებზე და თუ ინფიცირებულის ტანსაცმელზე მოგიხვდათ ხელი, შესაძლოა, თქვენზეც გადმოვიდეს ვირუსი, ამიტომ აუცილებელია სიმპტომებიანი ადამიანი იზოლაციაში გადავიდეს. ასევე კონტაქტიც უნდა გადავიდეს იზოლაციაში და დააკვირდეს სიმპტომების განვითარებას”, - ამბობს წერეთელი.

შემდეგ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კომიტეტი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს. როგორც ზაზა წერეთელი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა ორგანიზაციამ ვირუსის გავრცელების ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.

”ეს დაავადება კოვიდისგან ძალიან განსხვავებულია და არ უნდა გვეშინოდეს, რომ ადამიანების ისეთი დიდი რაოდენობა დაინფიცირდეს, როგორც ეს კოვიდის დროს მოხდა. სრულიად განსხვავებული ვირუსია, ამიტომ შეზღუდვები არ იქნება”, - აცხადებს წერეთელი”, - ამბობს წერეთელი.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები