მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“როგორც ჩანს, პოლიტიკურად 90-იანებში დაბრუნების შემდეგ, ახლა ჯერი ეკონომიკაზე დადგა” - დეპუტატი

63f35800c7717
BM.GE
20.02.23 20:34
695
“პრემიერი იაფფასიანი პოპულიზმის მღაღადებელია“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს. ის ეხმაურება მთავრობის გეგმას სურსათის და საწვავის ფასების რეგულირების შესახებ.

„ვიღაცეები ჩამოლაგებული "აპრავებდნენ" "ღარიბაშვილს არ უგულისხმია ფასების რეგულირება, ეს ამ ღია და გახსნილ ეკონომიკაში შეუძლებელია"-ო.

როგორც ჩანს, პოლიტიკურად 90-იანებში დაბრუნების შემდეგ, ახლა ჯერი ეკონომიკაზე დადგა! ვისაც ჰგონია, რომ ფასების დარეგულირებით ხალხს სიკეთეს უკეთებს, იმან უბრალოდ არ იცის სინამდვილეში რამხელა პრობლემები შეექმნება ამ ნაბიჯით ამავე ხალხს.

ეს კაცი უბრალოდ მოკლევადიანი იაფფასიანი პოპულიზმის მღაღადებელია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკაზე.

დაველოდოთ კანონის პროექტს პარლამენტში...“, - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტს მოამზადებს. პრემიერის თქმით, იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რიტეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. 
 
რაც შეეხება საწვავს, პრემიერი ფასების კიდევ უფრო კლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტორს რეგულირებით ემუქრება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები