მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ეკონომიკური ზრდაა მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში

64b6ad4acfb40
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.23 16:30
3868

კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა კვლავ სომხეთშია. 2023 წლის ივლისში სომხეთის ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5.5% შეადგინა. ამასთან, წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. სომხეთის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის ვებგვერდზე არაა გამოქვეყნებული ჯამური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შვიდი თვის მდგომარეობით, თუმცა ის საქართველოზე მაღალია, რადგანაც ყოველთვიურად სომხეთის ეკონომიკური ზრდა საქართველოს ზრდას აღემატებოდა. 

სომხეთში ეკონომიკური ზრდის მთავარი მდგენელი წელს რუსეთის მიმართულებით გაზრდილი ექსპორტია. ივლისში სომხეთიდან ექსპორტირებულია 556 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. პერიოდის განმავლობაში ექსპორტის ნახევარზე მეტი რუსეთზე მოდიოდა.

ასევე, 20%-ით არის გაზრდილი იმპორტის მოცულობაც, რამაც აპრილის განმავლობაში 901 მილიონი დოლარი შეადგინა.

სომხეთში ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ცვლილებამ მინუს 0.1 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამჟამად დეფლაცია ფიქსირდება. 

რაც შეეხება აზერბაიჯანის ეკონომიკას, 2023 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში ქვეყნის მშპ-ის მოცულობამ 80 მილიარდი მანათი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია. აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის 8 თვეში ერთ მოსახლეზე მშპ-ის ზომა 7,895 მანათი იყო. ინფლაციის დონემ კი 11.7% შეადგინა.

ამ დროისთვის საჯაროა თურქეთის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ 6 თვის შედეგები. 2023 წლის პირველ კვარტალში თურქეთის ეკონომიკა 3.9%-ით, მეორე კვარტალში კი 3.8%-ით გაიზარდა.

ამასთან, თურქეთში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა. ის ივნისში 38%-მდე იყო შემცირებული, რაც აგვისტოში 59%-მდე დაჩქარდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები