საქართველოში ლურჯის მოცვის წარმოებას არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. მოცვის პირველი ნერგები ქვეყანაში 15 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან უცხოელი აგრონომები საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. ამბობდნენ, რომ კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით, ეს კულტურა საქართველოში ვერ გაიხარებდა. ამ ნაწილში პროგნოზები არ გამართლდა, ერთ-ერთი პირველი, ვინც ლურჯი მოცვი იმერეთის მიწასთან წარმატებით დაამეგობრა კომპანია „აგროლეინია“.
2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა, პროდუქციის 89% რუსეთის ბაზარზე გავიდა. „აგროლეინის“ მიერ წარმოებული პროდუქცია კი, დარჩენილ 11%-შია. თუმცა იმის უარყოფა რომ რუსული ბაზარი განსაზღვრავს საქართველოში ლურჯი მოცვის ფასებს შეუძლებელია.
სტუმარი: გიორგი ღვინიაშვილი - "აგროლეინის" მმართველი პარტნიორი