მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ბიზნესკლიმატი საქართველოში?- ვაჭრობის სექტორის შეფასება

BM.GE
28.03.23 11:12
207
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა და 46.8 ქულა შეადგინა, რაც კომპანიების მიერ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის დადებითად შეფასებით და ოპტიმისტური მოლოდინებით არის განპირობებული. კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 

ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად ვაჭრობის სექტორმა შეაფასა. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს პირველ კვარტალში გაზრდილი გაყიდვები, რაც სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 39%-მა დააფიქსირა. 

რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 55.3 ქულა შეადგინა. სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი მშენებლობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა. განსაკუთრებით საგულისხმოა მრეწველობის სექტორი, სადაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 27.5 ქულით არის გაუმჯობესებული.

სტუმარი: თეიკო ლომინაძე - “კვადრუმ ჯორჯიას” მარკეტინგის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები