მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია მოთხოვნა შიდა ავიარეისებზე? - "აკ-ეარ ჯორჯიას" პროგნოზი

6297824ae45dd
ანუკა ჯოხაძე
05.06.22 18:15
1013
კომპანია "აკ-ეარ ჯორჯიაში", რომელიც საქართველოში შიდა ფრენებს ახორციელებს, ზაფხულის სეზონთან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვთ. კომპანიის ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი ამბობს, რომ მგზავრების საერთო რაოდენობაში უცხოელი ვიზიტორების წილი განსაკუთრებით გაზრდილია.

"2019 წლის პიკურ დროს ფრენები რაც გვქონდა, დაახლოებით, ამის 80% აღდგება ზაფხულის პერიოდში; ვგულისხმობ, როგორც სიხშირეს, ისე - მგზავრთნაკადს. მართლა ძალიან გაზრდილია მოთხოვნა, ვიღებ ძალიან ბევრ შეტყობინებას, ხალხი უკვე ეძებს ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის ბილეთებს, ივლისსა და აგვისტოზე აღარ ვსაუბრობ.

უკვე თითქმის ბოლო 4 თვეა, ნატახტარი-ამბროლაური და ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებაზე არცერთი რეისი არაა ისეთი, რომ 2,3 თუ 4 უცხოელი ტურისტი არ იყოს. წინა კვირის რეისები - პარასკევი და კვირა გვქონდა რეკორდული, როცა 18 მგზავრიდან 14 უცხოელი, ჩეხი ტურისტი იყო", - გვიყვება კომპანია "აკ-ეარ ჯორჯიას" ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი.

ცნობისთვის: I კვარტლის მონაცემებით, მესტიის აეროპორტში 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 13%-ით არის გაზრდილი. ამბროლაურის აეროპორტი პირველ კვარტალში 2019 წელთან შედარებით 43%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო ნატახტრის აეროპორტით 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, წელს 17%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები