მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“როიალ ჯორჯიას” წარმოებული მატრასები აშშ-ში, გერმანიაში, აზერბაიჯანსა და თურქეთში იყიდება

60bc808b06231
თათია კაკიაშვილი
06.06.21 20:05
1149
ქართული კომპანიის “როიალ ჯორჯიას” მიერ წარმოებული მატრასები აშშ-ში, გერმანიაში, აზერბაიჯანსა და თურქეთში იყიდება. კომპანიას 2014 წელს საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო პირობებით 5,363 კვ.მ. ფართობის მიწა გადასცა, ხოლო 2020 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საწარმოს ტექნოლოგიური განახლება მოხდა. შედეგად, 2016 წლიდან დღემდე “როიალ ჯორჯიაში” 300 ათასზე მეტი მატრასი დამზადდა.

„აშშ-ში უფრო მეტი მოთხოვნაა მაღალ მატრასებზე: საქართველოში თუ 36სმ-მდე სურთ, იქ უფრო მეტად მაღალი მატრასები აინტერესებთ. შესაბამისად, უფრო მეტად დატვირთულად ვიმუშავებთ მომდევნო თვიდან და მეტად მოვერგებით ახალ სეგმენტსაც. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საცალო ვაჭრობით თურქეთში მატრასები აქტიურად შეგვქონდა, მაგრამ სასიხარული ამბავი ისაა, რომ უკვე თურქულ სასტუმროებსაც ვამარაგებთ. იმის მიუხედავად, რომ თურქეთის ბაზარი მატრასებით საკმაოდ გაჯერებულია, „როიალ ჯორჯიათი“ უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე ადგილობრივი წარმოებით“, - განაცხადა „როიალ ჯორჯიას“ გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა, თეა მაისურაძემ.

საგულისხმოა ისიც, რომ ახალი ინვენტარის მეშვეობით, “როიალ ჯორჯია” არა მხოლოდ მატრასების, არამედ შეფუთული ზამბარების ექსპორტიორი კომპანიაც გახდა. თეა მაისურაძის თქმით, თურქეთში დღემდე შეფუთული ზამბარების 4 კონტეინერის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა „როიალ ჯორჯიას“ წარმოებულ მატრასებსა და ზამბარებზე მოთხოვნა დიდია და შესაბამისად, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის გაცილებით მეტ რაოდენობას გაიტანენ ექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები