მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან აბრამოვიჩი და უკრაინის დელეგაციის წევრები სავარაუდოდ მოწამლეს - WSJ

6241eae0ced37
BM.GE
28.03.22 21:04
5383
ამერიკული ჟურნალის, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მარტის დასაწყისში კიევში შეხვედრის შემდეგ რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩსა, და სამშვიდობო მოლაპარაკებების უკრაინული დელეგაციის წევრებს მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ.

საკითხთან დაახლოებული პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში შეხვედრის შემდეგ აბრამოვიჩსა და უკრაინული მხარის ორ მნიშვნელოვან წევრს ისეთი სიმპტომები გამოუვლინდათ, როგორებიცაა წითელი თვალები, მუდმივი და მტკივნეული ცრემლდენა და ხელებსა და სახეზე კანის აქერცვლა.

ცნობისათვის, რუსი ოლიგარქი მხარეებს შორის მომლაპარაკებლის ფუნქციას ასრულებს. აღნიშნული როლის მორგების თხოვნით მას უკრაინულმა მხარემ მიმართა. მანამდე კი უკრაინელების მხრიდან დასავლეთის მისამართით გავრცელდა თხოვნა აბრამოვიჩისათვის სანქციების დაწესებისაგან დროებით თავის შეკავების შესახებ, რადგან ის შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესში გამოსადეგი პიროვნება ყოფილიყო.

კიდევ ერთი დასავლური მედიის, The Guardian-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩმა შემთხვევის შემდეგ რამდენიმე საათით მხედველობაც დაკარგა და თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმკურნალა. გავრცელებულ ინფორმაციას Bellingcat-ის ანალიტიკოსებიც ადასტურებენ.

რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 3 მარტს, კიევში შედგა.

წყარო - Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები